20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ სერიის
პირველ მატჩში „აკადემიამ“ დაძაბულ ბრძოლაში – 79:74 დაამარცხა „სოხუმი“ და 1:0 დაწინაურდა.
შეხვედრა მეორე ნახევარფინალური მატჩისგან განსხვავებით
შედარებით თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული გამოდგა. აკადემიელებმა თავიდანვე რომ
მოიპოვეს ლიდერობა, მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა სოხუმელები არ რჩებოდნენ
და მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.
დიდი შესვენებისთვის აკადემიელები 39:32 იგებდნენ, მესამე
პერიოდის 22:17 მოგების შემდეგ კი უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდეს. ბოლო მეოთხედში
სოხუმელებმა მოიწადინეს და იძალეს კიდეც, თუმცა იმდენად ვერა, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ.
აკადემიელთა რიგებში 17 ქულითა და 12 მოხსნით ლუკა გიორგაძე
გამოირჩა, ხოლო თენგო ხუციშვილის ანგარიშზე 13 დაგრვდა. სოხუმელებში 16 ქულით ბომბარდირი
ვიტალი ცქიფურიშვილი გახდა, კოტე ბიწაძის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 10 ქულა და
19 მოხსნა დაგროვდა. სერიის მომდევნო შეხვედრა 6 მაისს გაიმართება.
აკადემია – სოხუმი 79:74