აკადემიის 20:0 და გამარჯვება ჰიუნდაისთან (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემიის 20:0 და გამარჯვება ჰიუნდაისთან (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა გალერეა

დასრულდა 20 წლამდელთა ჩემპიონატის 29 ოქტომბრის თამაშები.
ბოლო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ “აკადემია” და “ჰიუნდაი”
წარსდგნენ. შეხვედრა აკადემიელთა გამარჯვებით – 67:60 დასრულდა.

“ჰიუნდაის” ძირითადი ბირთვი ის კალათბურთელები
არიან, რომლებიც გასულ სეზონში 18-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ, თუმცა ისიც სათქმელია,
რომ “აკადემიაც” ძირითადად 17-18 წლის ბიჭებით ასპარეზობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში.
პირველი მეოთხედი “ჰიუნდაიმ” 20:15 მოიგო, რის შემდეგაც “აკადემიამ”
კარდინალურად შეცვალა თამაშის ტაქტიკა. დაცვა გაამაგრა, მეტოქის სწრაფი შეტევები შეაჩერა
და თავად ააწყო თამაში კონტრშეტევებზე.

მეორე მეოთხედი აკადემიელებმა 19:8 მოიგეს, ხოლო მთავარი
დარტყმა ჰიუნდაელებს 20-ქულიანი გარღვევით მიაყენეს. მეორე პერიოდის შუაწელში
“ჰიუნდაი” 28:27 იგებდა, როცა “აკადემიამ” შტურმი წამოიწყო. გელა
წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდის დომინირება მესამე პერიოდის შუამდე
გაგრძელდა, რის განმავლობაშიც “აკადემიამ” მეტოქეს 20:0 აჯობა. ყველაფერიც
აქ გაირკვა. მაქსიმუმი, რაც ჰიუნდაელებმა მოახერხეს, ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება
იყო.

სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა აკადემიელ ბექა დარახველიძეს,
რომელმაც 13 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. ბომბარდირი კი ნიკა ამირხანაშვილი
გახდა 18 ქულით. “ჰიუნდაიში” 20-20 ქულით სანდრო ბოლქვაძე და სანდრო სანაძე
გამოირჩნენ.

 ლაშა თოიძე,
“ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი:

დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო თამაში წავაგეთ.
ჩვენს გუნდს გაცილებით მეტის პოტენციალი გააჩნია, თუმცა დღეს ბიჭებმა ვერ მოახერხეს
საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

გელა წულაძე,
“აკადემიას” მთავარი მწვრთნელი:

დაცვის ხარჯზე მოვიგეთ. პირველ ტაიმში ბევრი სწრაფი
შეტევა გავატარეთ, რაც დაცვის არასტაბილურობის ბრალი იყო. მეორე ტაიმიდან მოვახერხეთ
მეტოქის კონტრშეტევების შეჩერებაა და ამან შეტევაშიც გზა გაგვიხსნა.