ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები სპორტის ახალ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ!

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები სპორტის ახალ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ქართველი კალათბურთელები – რატი მდივანი(გორი), ირაკლი იაგორაშვილი(თელავი), მარიამ ხუხუნაშვილი(თბილისი) და მაგდა სვიანაძე(თბილისი) მწვრთნელთან, ირაკლი ტომარაძესთან ერთად უკვე გაემგზავრნენ ქ. ვაშინგტონში. წვრთნებთან ერთად, მონაწილეები გაეცნობიან ფიტნესს, კვებას, კონფლიქტების მოგვარებას, შშმპ სპორტს და სპორტის უნიკალურ, ამერიკულ ხედვას. პროგრამა 12
დღეს გაგრძელდება. ახალგაზრდა ათლეტებსა და მათ მწვრთნელს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ, როგორ აისახება ათლეტური წარმატება ცხოვრებისეულ უნარებსა და საკლასო მიღწევებზე. 

აშშ-ის საელჩო გულითად მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.
 https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/photos/a.468984812953.255589.55448127953/10152921795922954/?type=1&theater