All Star 2015-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია

All Star 2015-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია

 
ALL STAR 2015-ის  გამოკითხვის შედეგები ცნობილია. საკალათბურთო სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელიც 15 იანვარს დაიწყო, გუშინ გვიან ღამით დასრულდა. გამოკითხვამ ,,ოლ სტარის’’ გუნდების ხუთეულები გამოავლინა. სულ კალათბურთელებმა გულშემატკივრებისგან 32690 ხმა მიიღეს. 
გუნდების დანარჩენ 7-7 წევრს მწვრთნელები 30 იანვარს, 14:00 საათზე ‘’თბილისი მოლში’’ გასამართ პრესკონფერენციაზე დაასახელებენ.
სუპერლიგის ‘’ყველა ვარსკვლავის მატჩი’’ 31 იანვარს გაიმართება, აქციას ‘’თბილისი მოლი’’ უმასპინძლებს. საჩვენებელ მატჩთან ერთად ჩატარდება კონკურსი სამქულიანების სროლებსა და ჩატენვებში. შოუს დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი და ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი, ახლო წარსულში NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი ჯო დუმარსი, რომელიც საქართველოში იგორ კოკოშკოვთან ერთად ჩამოდის.
‘’ოლ სტარში’’ მოწინააღმდეგე გუნდები შემდეგი პრინციპით დაიყო – თბილისი VS რეგიონები. თბილისის გუნდს ირაკლი ხოშტარია(დინამო) და კოტე ტუღუში(შსს აკადემია) გაწვრთნიან,  ხოლო რეგიონების გუნდის მწვრთნელები მიხეილ ბერუაშვილი(რუსთავი) და მალხაზ კოხრეიძე(ქუთაისი) იქნებიან.
გულშემატკივარმა გამოკითხვის შედეგად გუნდებისთვის შემდეგი ხუთეულები შეარჩია: