არმიამ სოხუმი დაამარცხა, ჰიუნდაიმ – ზაზა

არმიამ სოხუმი დაამარცხა, ჰიუნდაიმ – ზაზა

 შედეგები  გალერეა27 დეკემბერს
საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ერთის მხრივ ჰიუნდაი
და ზაზა დაუპირისპირდა ერთმანეთ, ხოლო მეორეს მხრივ სოხუმი და არმია.

აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაი რომელიც ძირითადად საქართველოს
20-წლამდელთა ნაკრების კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული, ჯერჯერობით ჩემპიონატის
დაუმარცხებელი გუნდია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა დღევანდელი თამაშიც მოიგეს
ზაზასთან 23 ქულიანი სხვაობით და ჩემპიონატის სათავეში პოზიციები გაიმყარეს. გუნდის
პირველი ტაიმი თანაბარი ორთაბრძოლით მიმდინარეობდა, თუმცა ჰიუნდაიმ მესამე მეოთხედის
შემდეგ ხელმოსაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე არ დაუკარგავთ.

ჰიუნდაის საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ გიორგი კორსანტია
17 ქულით და 12 მოხსნით, ალექსანდრე ფევაძე 16 ქულითა და 9 მოხსნით, აკაკი ფიფიამ და
ლუკა გიორგაძემ ორთავემ 14-14 ქულა მოაგროვეს, რომელსაც ამ უკანასკნელმა 9 მოხსნაც
დაურთო, 13 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა დავით აფხაზავამ. ზაზადან საუკეთესონი იყვნენ
ლუკა კალატოზიშვილი 14 ქულითა და 18 მოხსნით, გიორგი მამალაძე 11 ქულით.

მეორე თამაშში არმიამ 29 ქულიანი სხვაობით დაამარცხა
სოხუმი – 92:63. არმიამ შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვა უპირატესობა და 4-ვე მეოთხედში
დაჯაბნა მეტოქე სოხუმი. არმიას საუკეთესონი იყვნენ ვახტანგ გაფრინდაშვილი 13 ქულით,
ბილი ალიევი 12 ქულითა, 13 მოხსნით და 5 პასით, ვასილ მჭედლიშვილმა და თენგო სხირტლაძემ
12-12 ქულა და 9-9 მოხსნა მოაგროვეს, ნიკა ყირიმელმა 11 ქულა შემატა ტავის გუნდს, ხოლო
სანდრო ჯორბენაძემ 10. სოხუმის რიგებიდან საუკეთესონი ტატო ზუზაძე 24 ქულით, რატი ტოლიაშვილი
18 ქულითა და 7 მოხსნით და რევაზ ჩიქოვანი 12 ქულითა და 7 მოხსნით იყვნენ.

წლევანდელი წლის ბოლო თამაში ხვალ, 28 დეკემბერს რუსთავში
გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი ქუთაისს უმასპინძლებს.  
ჰიუნდაი – ზაზა  83:60  

სოხუმი – არმია   63:92