ასაკობრივ ლიგებში მონაწილეობის მსურველი გუნდების საყურადღებოდ!

ასაკობრივ ლიგებში მონაწილეობის მსურველი გუნდების საყურადღებოდ!

24  სექტემბერს 14:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი გამართავს შეხვედრას 2016-2017 წლების სეზონში ასაკობრივ ლიგებში მონაწილეობის მსურველ გუნდებთან.
 აღნიშნულ შეხვედრაზე  განიხილება თბილისის ჩემპიონატებთან, „ბ“ ლიგებთან და საქართველოს ჩემპიონატებთან  დაკავშირებული  სხვადასხვა  საკითხები.  ამასთანავე, საშეჯიბრო დეპარტამენტის მიერ  გუნდებთან წარდგენილი  იქნება ახალი პროგრამა, განაცხადების ელექტრონულად მიღების შესახებ.