საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბათუმი საერთაშორისო საკალათბურთო კემპს უმასპინძლებს

ბათუმი საერთაშორისო საკალათბურთო კემპს უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 21-30 აგვისტოს
ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში ტარდება რიგით მესამე საერთაშორისო კემპი
8-დან 18 წლამდე ვაჟებისა და გოგონებისთვის. საკალათბურთო კემპ ARD Plus
სავარჯიშო პროგრამა შედგენილია შემდეგი მიმართულებებით: ბურთის ტარება
(დრიბლინგი), პასი, სროლა, შეტევის ტაქტიკა, დაცვა, ფიზიკური მომზადება და
სპორტული ფსიქოლოგია.

კემპის მონაწილეები დაყოფილი იქნებიან
2 ჯგუფად ასაკების და მომზადების დონის მიხედვით. საკალათბურთო კემპ ARD
Plus-ში შედის: თანამედრივე ვარჯიშების პროგრამა გამოცდილი
მწვრთნელ-სპეციალისტების უკრაინიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან,
სერბეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ინდივიდუალური და გუნდური ვარჯიშები,
ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოთამაშესთან. საკალათბურთო პროგრამა
ახალგაზრდა კალათბურთელებისათვის (8-18 წლამდე ბიჭებისთვის და
გოგონებისთვის) პროგრამა პროფესიონალი მოთამაშეებისათვის, ინდივიდუალური
მუშაობის პროგრამა უკანახაზელთა, ფორვარდების და ცენტრალური
თავდამსხმელებისათვის, ასევე სამწვრთნელო დონის ამაღლების პროგრამა.
მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 15 აგვისტომდე. ელ-ფოსტა:
ardplusbasketballcamp@gmail.com
საკონტაქტო. Tel: +995 599 30 91 27 Tel: +995 599 01 67 65 Tel: +38 095 645 57 03