ჩემპიონს მესამე, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს

ჩემპიონს მესამე, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს

 სტატისტიკა
 გალერეა 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია მე-3, გადამწყვეტ
მატჩამდე მივიდა. გელა წულაძისა და ალექს ჯაფარიძის გაწვრთნილმა „აკადემიამ“ დაძაბულ
და საინტერესო ბრძოლაში 65:58 დაამარცხა „სოხუმი“ და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
– 1:1.

თამაშის ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო –
58:58, თუმცა გადამწყვეტ მომენტში აკადემიელებმა მობილიზებულად ითამაშეს. გიორგი თევდორაშვილმა
საჯარიმოები ჩააგდო, ხოლო დაცვაში აკადემიელთა სიყოჩაღემ ის შედეგი მოიტანა, რომ გიორგი
გვიანიძეს სამქულიანი სროლის შანსი მიეცა, რომელმაც ჩააგდო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

არადა, სოხუმელები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ,
აკადემიელები კი წამოწევას ცდილობდნენ, რაც ბოლო წუთებზე გამოუვიდათ კიდეც. გამარჯვებულებს
17 ქულით და 9 მოხსნით სოსო გოგნაძემ ულიდერა. 13 ქულა მიითვალა გიორგი გვიანიძემ,
თევდორაშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან 14 ქულით ბომბარდირი გახდა
ლუკა ბულიავა.

ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 29 მაისს,
19:45 საათზე გაიმართება.