დღე დინამოს გამარჯვებით დასრულდა

დღე დინამოს გამარჯვებით დასრულდა

ვაკეში მდებარე საკალათბურთო ,,აკადემიის“ დარბაზში
დასრულდა 20-წლამდელთა ლიგის მორიგი ტური მატჩები, სადაც დღის პირველ მატჩში ,,ოლიმპმა“ დიდი
ანგარიშით, 94:65 დაამარცხა ,,მაკაბი“. 

გამარჯვებულთა რიგებში 14 ქულით საუკეთესო გიორგი
ტყაბლაძე იყო, ხოლო 12 ქულითა და 13 მოხსნთ ორმაგი დუბლი გიორგი ვახანიამ შეასრულა.
,,მაკაბის“ გუნდს ულიდერა გიორგი რევაზაშვილმა, რომელმაც 22 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი
დუბლი შეასრულა.  საინტერესო გამოდგა სტუ-სა
და ,,სოხუმის“ დაპირიპირება, სადაც ,,ზღვისპირელებმა 75:70 იმარჯვეს. შეხვედრის პირველი
ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუ-მ იაქტიურა და დიდი
შესვენებისთვის 3 ქულით გავიდა წინა – 24:21. შეხვედრის მეორე ნახევარში სოხუმელები
სხვაგვარად ათამაშდნენ, მეტოქეს მოგების საშუალება არ მისცეს და მატჩი გამარჯვებით
დაასრულეს. ,,ტექნიკოსთა“ რიგებში საუკეთესო გიორგი ტეტელაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც
14 ქულითა და 13 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ,,სოხუმის“ შემადგენლობაში
ყველაზე მეტი, 22 ქულა რევაზ როგავას ანგარიშზეა. ორმაგი დუბლი შეასრულა კახაბერ ჯინჭარაძემ,
რომელმაც 14 ქულა და ამდენივე მოხსნა ჩაიწერა თავის აქტივში.

ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა დღის დასკვნითი
მატჩშო, სადაც ერთმანეთს შსს აკადემია და თბილისის ,,დინამო“ დაუპირიპირდნენ. შეხვედრის
პირველი ტაიმი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, რომელიც საბოლოოდ ,,დინამოს“
მინიმალური უპირატესობით – 29:28 დასრულა. მესამე მეოთხედში შსს აკადემია მძლავრად
ათამაშდა და მატჩის მე-5წუთზე 10 ქულით დაწინაურდა – 39:29, თუმცა დინამოელებმა მეტოქეს
არ დაუთმეს და აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე 14 წამით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს
– 44:46.  მეოთხე პერიოდის მე-2 წუთზე ,,დინამომ“
მინიმალური უპირატესობა მოიპოვა – და წინ 52:51 გავიდა. ამის შემდეგ დინამოლებს უპირატესობა
ხელიდან არ გაუშვიათ და ანგარიშში სოლიდური სხვაობაც დააფიქსირეს  – 61:52.  მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შსს-მ სხვაობა
8 ქულამდე შეამცირა – 60:68, თუმცა ,,დინამომ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მატჩში
დამაჯერებლად, 74:63 იმარჯვა.  გამარჯვებულათა
რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ ირაკლი ალხანაიძემ(20ქ.14მ) და გიგა
მეხრიშვილმა(20ქ.16 მ) მიითვალეს, ხოლო შსს აკადემიას შემადგენლობაში ორმაგი დუბლი
ნოდარ თენიეშვილის ანგარიშზეა – 12 ქულა და 10 მოხსნა.  
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ამავე ტურის ერთი მატჩი 17 თებერვალს რუსთავში გაიმართება. ადგილობრივი ,,რუსთავი” საკუთარ მოედანზე ,,თბილისის კარდინალებს” 13:00 სატზე უმასპინძლებს.