დინამო – ჰიუნდაის ანტირეკორდი

დინამო – ჰიუნდაის ანტირეკორდი

საკალათბურთო აკადემიამ დღეს 3 მატჩს უმასპინძლა.
ჩემპიონატის ექვსივე გუნდმა მორიგი ტურის მატჩები გამართეს. დაძაბულობის
მხრივ ყველაზე გამორჩეული ბოლო მატჩი გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს „დინამო“ და „შსს-აკადემია“
შეხვდნენ.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ეს იყო დაცვითი თამაში ბევრი
შეცდომებით. გუნდებმა მთლიანობაში 86 ქულა ჩააგდეს, რაც მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე
დაბალი შედეგია. ასეთი უშედეგო მატჩი ამ ჩემპიონატში ჯერ არ გამართულა.

მატჩი „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის
დასრულებამდე 2 წუთით ადრე ეს გუნდი 12:2 იგებდა. შინაგან საქმეთა სამინისტოს აკადემიის
გუნდმა დაცვაში თამაში გააძლიერა და პირველ შესვენებაზე 5-ქულიანი დეფიციტით გავიდა
– 9:14. მეორე ათწუთეული 14:14 დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა უზუსტობას უმატეს და
მეორე ნახევარში მაყურებემა კიდევ უფრო მეტი აცილებული და დაკარგული ბურთი იხილა.

ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. აკადემიელებმა გადამწყვეტ
ეპიზოდში მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოიჩინეს, რაც გახდა კიდეც მათი გამარჯვების
მიზეზი. გამარჯვებულთაგან 14 ქულით საუკეთესო რევაზ როგავა გახდა, ხოლო 12 ქულა დააგროვა
ლევან ლოლიშვილმა. ზუსტად 14 და 12 ქულა დააგროვეს „სინამოს“ ლიდერებმა: ზეზვა ლილუაშვილმა
და გიორგი ორმოცაძემ – შესაბამისად.

პირველ მატჩში „სოხუმმა“ 75:61 დაამარცხა „რუსთავი“.
ზღვისპირელებმა ყველა მეოთხედი მცირე სხვაობით მოიგეს, რამაც მთლიანობაში 14 ქულა შეადგინა.
სოხუმელებს 27 ქულითა და 12 მოხსნით ოთო ბულიავამ ულიდერა, 11-11 ქულა დააგროვეს ლერი
კვანტალიანმა და გუგა ძიძიგურმა.

რუსთაველთა შორის ორმაგი დუბლით გამოირჩაზაზა გაგნიძე
(10 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო 11 ქულა და 9 მოხსნა ჯაბა არაბულის ანგარიშზეა.

მესამე მატჩში „ოლიმპმა“ 30 ქულის სხვაობით დაამარცხა
„ჰიუნდაი“. მეორე მეოთხედში წინა 25:21 „ჰიუნდაი“ იყო, მაგრამ დიმიტრი ჟაკობოვის გუნდმა
თამაშზე კონტროლი დააწესა და ჰიუნდაელებს გასაქანი არ მისცა. „ოლიმპში“ სამმა კალათბურთელმა
შეასრულა ორმაგი დუბლი – ბექა ნადირაძემ (15 ქულა, 13 მოხსნა), გიორგი ცირეკიძემ
(10-12) და საბა ლობჟანიძემ (12-11).

ჩემპიონატს დაუმარცხებელი „ოლიმპი“ და 1 წაგების მქონე
„შსს-აკადემია“ ლიდერობენ. სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს მომდევნო ტურში, რომელიც
4 დეკემბერს გაიმართება.