20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა რუსთავში
ჩატარდა. საინტერესო და დაძაბული ბრძოლა ადგილობრივ ,,რუსთავსა“ და ,,დინამოს შორის
გაიმართა.
მატჩის გამოკვეთილი ფავორიტი არც ერთი იყო, შესაბამისად გამარჯვებულის ვინაობას, ინტრიგა ბოლო წუთებამდე შერჩა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, მოგებული გუნდი
კი ,,ოვერტაიმში“ გამოვლინდა.
პირველი პერიოდი დინამომ 4 ქულით დათმო. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა კვლავაც იაქტიურეს,
თუმცა თამაშის პირველი ნახევარი ,, დინამომ“ 28:27 თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირა და დიდ შესვენებაზე
მინიმალური უპირატესობით გავიდა. მატჩის მეორე ნახევარში ორივე გუნდი აქტიურობდა. მესამე
პერიოდი 19:12 მასპინძლებმა მოიგეს, მეოთხე პერიოდი კი სტუმრებმა-22:16 და ტაბლოზე
62:62 დაფიქსირდა. მოთამაშეები დამატებითი დროისათვის მოემზადნენ. პირველ ხუთწუთეულში გამარჯვებული გამოვლინდა. მიუხედავად
მასპინძლების დიდი მონდომებისა საბოლოო მოგება ,,დინამომ“ გაიფორმა და ახალ სეზონში
პირველი გამარჯვება იზეიმა.
მ ა ტ ჩ ი ს გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ი მ ო თ ა მ ა შ ე ე ბ ი:
რუსთავი- ზაზა გაგნიძე 27 ქულა, 9 მოხსნა; ჯაბა არაბული
6 ქულა, 24 მოხსნა; თორნიკე ქიტოშვილი 17 ქულა,5 მოხსნა; გიორგი ოქროჭელიძე 13 ქულა.
დინამო- ზეზვა ლილუაშვილი 33 ქულა, 7 პასი; შოთა გელაზონია
18 ქულა 22 მოხსნა.