დინამომ რუსთავი დაამარცხა

დინამომ რუსთავი დაამარცხა

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი შედგა
რუსთავში, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა“  ,,დინამოს“ 
უმასპინძლა და 87:100 მარცხი განიცადა. დინამოელებმა უპირატესობა, მატჩის პირველ
ნახევარშივე მოიპოვეს და წინ  55:37 გავიდნენ.

 შეხვედრის მეორე ნახევარში ქვემოქართლელები
გააქტიურდნენ, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ,დინამომ“ მეტოქეს წინ გასვლის
საშუალება არ მისცა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. ,,რუსთავის“ შემადგენლობაში ზაზა
გაგნიძე გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა, 9 მოხსნა მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი
მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლი შეასრულა გაგნიძის თანაგუნდელმა ჯაბა არაბულმა, რომელმაც
11 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა. ,,დინამოს“ რიგებში კი 25-25 ქულით  თავი ირაკლი ალხანაიძემ და ალექსანდრე ჩოჩიამ გამოიჩინეს.

 შეგახსენებთ,
რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურს ტრადიციულად ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს, სადაც სამი შეხვედრა შედგება. ერთმანეთს ,,მაკაბი“
– ,,რუსთავი“, ,,დინამო“ – ,,სოხუმი“ და სტუ – ,,ოლიმპი“ დაუპირისპირდებიან. მატჩები
10:00, 12:00 და 14:00 საათზე გაიმართება.