დინამოსა და სოხუმის გამარჯვებები

დინამოსა და სოხუმის გამარჯვებები

 20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები დღეს საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა. პირველი შეხვედრა
ჰიუნდაისა და დინამოს შორის გაიმართა. თამაში დინამოელთა უპირატესობით  დაიწყო და ამბროსი ორმოცაძის

 დარიგებულმა გუნდმა
პირველი ტაიმი 50:38 მოიგო. მესამე პერიოდში ჰიუნდაი გააქტიურდა, თუმცა მეოთხედის ანგარიშში
სხვაობა მაინც დინამოს სასარგებლოდ დაფიქსირდა-19:18. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედში
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის კალათბურთელებმა  20:13 იმარჯვეს, საბოლოო მოგება  82:76 დინამომ იზეიმა. ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში
დინამო მე-4 ადგილზე დამკვიდრდა 12 ქულით, ჰიუნდაი კი მეხუთეზეა 11 ქულით.

გამორჩეული მოთამაშეები:

ჰიუნდაი-
კახა გიორგაძე 22 ქულა, 6 მოხსნა.

დინამო-
ბექა ღუდუშაური 20 ქულა, 4 მოხსნა; შოთა გელაზონია 16 ქულა, 11 მოხნსა; გიორგი ორმოცაძე
12 ქულა, 11 მოხსნა.

     საინტერესოდ
წარიმართა აკადემიაში ჩატარებული მეორე შეხვედრა, სოხუმისა და ოლიმპის  დაპირისპირება  75:61 დასრულდა სოხუმის  სასარგებლოდ. ლიკა ქაჯაიას გუნდი თამაშის განმავლობაში
დომინირებდა და ყველა პერიოდი მოუგო მეტოქეს. შეხვედრის პირველი ნახევარი 35:27 დააფიქსირა
თავის სასარგებლოდ  და მიუხედავად იმისა, რომ
ოლიმპმა ძალები არ დაზოგა, სოხუმმა პრინციპული გამარჯვება იზეიმა.

გამორჩეული მოთამაშეები:

სოხუმი-  ოთო ბულიავა 28
ქულა; ლერი კვანტალიანი 26 ქულა,15 მოხსნა.

ოლიმპი- ბექა
ნადირაძე 13 ქულა, 9 მოხსნა.