საქართველომ ზაფხულში ორ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა. ივლისის თვეში თბილისმა FIBA-ს 20-წლამდელთა ევროპის ჩელენჯერს უმასპინძლა, სადაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ისეთი მაღალი რანგის გუნდებმა, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი. FIBA-ს 20-წლამდელთა ევროპის ჩელენჯერის ჩემპიონი საფრანგეთის გუნდი გახდა.
აგვისტოში ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო ღონისძიება – FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩელენჯერი ჩაატარა, სადაც საქართველოსთან ერთად სომხეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მალტასა და ალბანეთის 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს. ტურნირის ჩემპიონის ტიტული ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდმა მოიპოვა.
ორივე საერთაშორისო ღონისძიებას ჩვენმა ქვეყანამ მაღალ დონეზე, წარმატებით უმასპინძლა.
გთავაზობთ FIBA-ს 20-წლამდელთა და 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩელენჯერების ამსახველ ვიდეო რგოლებს.