საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიბა-ევროპის მუდმივმოქმედ კომისიების წევრებად აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის აღმასკომმა მიიღო.
ფიბა-ევროპიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ფიბა-ევროპის ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრად დაამტკიცეს.
მიხეილ გაბრიჩიძე და გიორგი ქართველიშვილი
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიულ საქმეთა კომისიაში იმუშავებს.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფიბა-სთან და უცხოეთთან ურთიერთობის დირექტორი, ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი ფიბა-ევროპის სააპელაციო კომისიის წევრად დამტკიცდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ფიბა-ევროპის მუდმივმოქმედ კომისიებში აღმასკომის გადაწყვეტილებით 4 წლის ვადით იმუშავებენ, რომლის განმავლობაშიც ისინი ევროპის მასშტაბით თავ-თავიანთი სფეროების მოწესრიგებაში აქტიურ წვლილს შეიტანენ.
აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ფიბა-ევროპის მიერ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისადმი დიდ ნდობას და აქტიური მოღვაწეობის დაფასებას.
მერაბ რატიშვილი