გაბრიჩიძემ მილოცვები საფრანგეთის, მაკედონიის და რუმინეთის ფედერაციებიდან მიიღო

გაბრიჩიძემ მილოცვები საფრანგეთის, მაკედონიის და რუმინეთის ფედერაციებიდან მიიღო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერციაში მიხეილ გაბრიჩიძის პრეზიდენტად არჩევის წერილები სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის. ამჯერად გთავაზობთ საფრანგეთის, მაკედინიისა და რუმინეთის კალათბურთის ფედერაციების წერილებს და მათ ქართულ თარგმანებს

საფრანგეთის კალათბურთის ფედერაცია
ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს, პრეზიდენტს
პარიზი, 11.12.2013
ძვირფასო ბატონო გაბრიჩიძე,
საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის სახელით მსურს მოგილოცოთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  ახალ პრეზიდენტად არჩევა. დარწმუნებული ვარ  თქვენი მისწრაფებები მოუტანს ახალ სივრცეს კალათბურთს საქართველოში და ევროპაში.
საქართველოს და საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციებს შორის არსებობს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა, მეგობრობაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემა და ურთიერთობა. მე ღრმად მწამს რომ ანალოგიური ურთიერთობები გვექნება მომავალშიც.
 ველი თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში პარიზში, მსურს თქვენთან საუბარი და თანამშრომლობა ევროპული კალათბურთის საკეთილდღეოდ.
საუკეთესო სურვილებით,
ჟან პიერ სიუტატი
პრეზიდენტი

მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია
ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს
 
სკოპიე, 12.12.2013
 
ძვირფასო პრეზიდენტო,
მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის სახელით და პირადად ჩვენც, გვსურს მოგილოცოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა.
გისურვებთ წარმატებული მართვის პერიოდს, რომელის განმავლობაშიც ჩვენ ველით კალათბურთის ინტერესებისთვის ჩვენი ურთიერთობების უფრო განვითარებას.
ველით თქვენთან შეხვედრა უახლოეს მომავალში.
 
პატივისცემით,
დანიელ დიმევსკი                                                                                             დეიან ლეკიჩი
პრეზიდენტი                                                                                                      გენერალური მდივანი

 
რუმინეთის კალათბურთის ფედერაცია
11.12.2013
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს
ძვირფასო ბატონო გაბრიჩიძე,
ნება მოგვეცით რუმინეთი კალათბურთის ფედერაციის სახელით მოგილოცოთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა.
გისურვებთ ყოველივე კარგს თქვენს სამომავალო ძალისხმევაში  და გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მზაობას მომავალი წარმატებული თანამშრომლობისთვის ჩვენს ფედერაციებს შორის.  რუმინეთის კალათბურთის ფედერაციას აქვს ხანგრზლივი და ბრწყინვალე ურთიერთობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან და ვიმედოვნებთ ასევე გაგრძელდება თქვენი პრეზიდენტობის დროსაც.
ველით თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მსოფლიოში.
 
პატივისცემით,
ჰორია პაუნი                                                                                                       დან  ბერჩიანუ

პრეზიდენტი                                                                                                      გენერალური მდივანი