გარდაიცვალა დამსახურებული ვეტერანი კალათბურთელი – ვაჟა ჟღენტი

გარდაიცვალა დამსახურებული ვეტერანი კალათბურთელი – ვაჟა ჟღენტი

გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ უბრწყინვალესი და სახელოვანი ვეტერანი კალათბურთელი, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი წევრი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების სამგზის ოქროს და ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს სტუდენტური თამაშების პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირ – „დინამიადაში“ გამარჯვებული, სპორტის „რაინდის“ კავალერი ვაჟა ჟღენტი.
კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ვაჟა ჟღენტის ოჯახს.
პანაშვილი 16 და 17 დეკემბერს მცხეთის ქუჩა 31.
გამოსვენება 18 დეკემბერს საბურთალოს ეკლესიიდან 14:00 საათზე