ლიდერებმა აუტსაიდერებს იოლად მოუგეს

ლიდერებმა აუტსაიდერებს იოლად მოუგეს

 შედეგები
 გალერეა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩს დღეს
ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ისე გამოვიდა, რომ ცხრილის ზედა სამეული ქვედა
3 გუნდს შეხვდა და სამწუხაროდ, არც ერთმა თამაშმა მაყურებელთა მოლოდინი არ გაამართლა.
ბრძოლა არ შედგა: ცხრილში მაღლა მყოფმა გუნდებმა აუტსაიდერები იოლად დაამარცხეს.

პირველ მატჩში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი „სოხუმი“
და „მაკაბი“ შეხვდნენ. მეტ-ნაკლებად დაძაბული ეს მატჩი გამოდგა, რომლის პირველი პერიოდი
სოხუმელებმა 19:16 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი მხოლოდ 4 ქულით ლიდერობდნენ. მესამე
პერიოდში თემურ კანკიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა მეტი შედეგიანობით შეუტიეს „მაკაბის“
და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სხვაობა 13 ქულამდე გაზარდეს.

„სოხუმმა“ საბოლოოდ 78:65 იმარჯვა და ლიდერობა კიდევ
უფრო გაიმყარა. გამარჯვებულებს 21 ქულითა და 14 მოხსნით ქულით დავით ლომიძემ ულიდერა,
რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. 15 ქულა მიითვალა დიმიტრი ბობილევმა, ხოლო
დამარცხებულთაგან 18 ქულით ლაშა ჯაფარიძე გამოირჩა.

„აკადემიამ“ მეორე პერიოდში გატეხა „რუსთავის“ წინააღმდეგობა
და საბოლოოდ 22 ქულით – 81:59 გაიმარჯვა. აკადემიელთაგან ახალწვეული დავით აფხაზავა
გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა. 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა სოსო გონგაძემ,
ხოლო ვლადიმერ დოლიძესაც 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 10 ქულა, 9 მოხსნა.

ყველაზე დამაჯერებლად „ვითამ“ იმარჯვა, რომელმაც თბილისს
ნასტუმრები „ქუთაისი“ უკან 53-ქულიანი მარცხით გაუშვა. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს,
რომ ვითელებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, რომლებმაც გუნდურად ითამაშეს. გამორჩევით
კი ახალწვეული მაიზერ რევაზაშვილის მონაგარზე ღირს ყურადღების გამახვილება, რომელმაც
19 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო ტურის სამივე მატჩი 16 თებერვალს, თბილისის
ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
სოხუმი – მაკაბი  78:65  

აკადემია – რუსთავი  81:59  

ვითა – ქუთაისი  99:46