სტატისტიკა გალერეადღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 20-წლამდელთა
ჩემპიონატის 1 თამაში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები
შეხვდნენ. გათამაშების ლიდერი „სოხუმი“ აუტსაიდერ „მაკაბის“ შეხვდა და ზედმეტი პრობლემების
გარეშე – 91:62 დაამარცხა.
სოხუმელებმა თამაში მეორე მეოთხედში „გახსნეს“, მანამდე
კი მაკაბელები შეუპოვრად იბრძოდნენ და მეტოქეს არაფერს უთმობდნენ. პირველი პერიოდი
თემურ კანკიას გაწვრთნილმა „სოხუმმა“ 23:19 მოიგო, რის შემდეგაც გუნდური თამაშის წყალობით
მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა. დიდ შესვენებამდე სოხუმელებმა ლიდერობა 13 ქულამდე გაიმყარეს
და დარჩენილ დროში მეტოქე სათოფეზე აღარ გაუკარებიათ.
მესამე პერიოდის 28:13 მოგების შემდეგ „სოხუმის“ ლიდერობამ
30 ქულას მიაღწია და თამაშის ბედიც გაირკვა. გამარჯვებულებს 14 ქულითა და 16 მოხსნით
ვასილ კუტალაძემ ულიდერა. 14 ქულა მიითვალა თორნიკე გაგუამ, ხოლო მამუკა ბაზუაშვილმა
11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მაკაბელთაგან 17 ქულით რევაზ მაღლაფერიძე
გამოირჩა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი
მატჩი 29 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება, სადაც სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავა.