სტატისტიკა გალერეა20-წლამდელთა
ერთი მატჩი გაიმართა 23 მარტს სპორტის ახალ სასახლეში, რომელშიც ერთმანეთს გთამაშების
ლიდერი „სოხუმი“ და პლეი ოფში გამსვლელ 4-ეულში მოსახვედრად მებრძოლი „მაკაბი“ შეხვდნენ.
მაკაბელებს დაუბრუნდათ ლუკა ზაქრაძე, რომელმაც გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერა. აღნიშნულ
მატჩში ზაქრაძის წინამძღოლობით „მაკაბის“ მცირედი დააკლდა ლიდერის დამარცხებამდე.
შეხვედრის პირველი
ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მესამე პერიოდში სოხუმელებმა მოახერხედ დაწინაურება
და ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით გალიდერდნენ. გადამწყვეტ ათწუთეულში „მაკაბის“ მოთამაშეებმა
ფარ-ხმალი არ დაყარეს და ბოლომდე იბრძოლეს. ზაქრაძისა და დავით დადუნაშვილის შედეგიანობით
ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილ გუნდს მოგების შანსი გაუჩნდა, თუმცა სოხუმელებმა მოახერხეს
ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება და საბოლოოდ 63:60 იმარჯვეს.
„სოხუმში“ 22
ქულითა და 11 მოხსნით დავით ლომიძე გამოირჩა. 17 ქულა დააგროვა თორნიკე გაგუამ, ხოლო
ტატო ზუზაძემ გამარჯვებულებს 12 ქულა მიაშველა. „მაკაბიში“ 22 ქულით, 8 მოხსნით და
4 ჩაჭრით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე, ხოლო დადუნაშვილმა პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა.
მომდევნო მატჩები
25 მარტს – რუსთავსა და ქუთაისში გაიმართება.