მაკაბი მესამე ადგილის მფლობელია

მაკაბი მესამე ადგილის მფლობელია

 სტატისტიკა
 გალერეა საქართველოს 20-წლამდელთს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საკალათბურთო კლუბი „მაკაბი გახდა“. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა მაკაბელებმა მესამე
ადგილისთვის მატჩში დღეს „ვითა“ დაამარცხეს.

შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელშიც მაკაბელებმა
იმ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს, რომელიც მესამე პერიოდში მოიპოვეს. სხვაობა
დიდი არ იყო: 5 ქულით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ელბაქიძის გუნდმა მესამე პერიოდი
26:14 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 7 ქულით გალიდერდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით
თამაშობდა. მაკაბელებს აკლდათ გუნდის უპირობო ლიდერი ლუკა ზაქრაძე, ხოლო „ვითა“ თამაშზე
მხოლოდ 6 კალათბურთელით გამოცხადდა.

ბოლო პერიოდში მაკაბელებმა მოპოვებულ ლიდერობას კიდევ
მცირედი შემატეს და საბოლოოდ 84:75 გაიმარჯვეს. მესამეადგილოსნებს 26 ქულით გიგი მელაძემ
ულიდერა, 22 ქულა და 10 მოხსნა თორნიკე გოგელაშვილის ანგარიშზეა.  ვითაში 19 ქულა ჰქონდა რატი ნუცუბიძეს, ხოლო 17
– სოსო ტურაშვილს.

მატჩის დასრულების შემდეგ მაკაბელები მედლებითა და სიგელებით
კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა გია სანაძემ დააჯილდოვა.