“მაკაბიმ” “რუსთავს” რევანში აუღო და რუსთავში წავიდა

“მაკაბიმ” “რუსთავს” რევანში აუღო და რუსთავში წავიდა

რუსთაველებმა „მაკაბის“ პირველი მატჩი ისე იოლად მოუგეს, რომ ბევრი ფიქრობდა, ამ სერიაში მესამე შეხვედრა აღარ იქნებოდა საჭირო, თუმცა ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა საპასუხო მატჩი მოიგო და …
ახლა ყველაფერი რუსთავში გასამართმა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩმა უნდა გადაწყვიტოს, რომელშიც ფავორიტი, რა თქმა უნდა, მასპინძლები არიან. რუსთაველები თბილისურ მატჩშიც ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ მათ ძირითადი გამთამაშებელი, ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო მეპასე მალხაზ აბაიშვილი აკლდათ. აბაიშვილმა პირველ ნახევარფინალურ მატჩში 14 პასი ჩამოურიგა თავისიანებს და ამჯერადაც სავარაუდოდ ბევრს მიითვლიდა, მაგრამ ტრავმირებული იყო და რუსთაველებს ვერ დაეხმარა.თუმცა „რუსთავი“ აბაიშვილის გარეშეც მთელი ერთი ტაიმის განმავლობაში უგებდა „მაკაბის“ და დიდ შესვენებაზე 4–ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე ათწუთეული გამოდგა გარდამტეხი, რომელშიც მაკაბელებმა ძალიან კარგად ითამაშეს, სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონენ და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს.მაკაბელები ერთთავად ათამაშდნენ. გუგა პატარაია ბურთს გონივრულად ათამაშებდა და თავისიანებს პასებიტ ხომ კვებავდა, პერიოდულად შედეგიან გარღვევებსაც განახორციელებდა ხოლმე. რუსთაველთა ფარქვეშ დომინირებდა თურქეთიდან მობრუნებული მაკაბელი დავით იოსელიანი, რომელსაც ხელს გიორგი ჯანგველაძეც აშველებდა ხელს და გადამწყვეტ მეოთხედში „მაკაბის“ უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა.დარჩენილ დროში რუსთაველებმა კი შეამცირეს ჩამორჩება, მაგრამ მოსაგებად დრო აღარ ეყოთ.გადამწყვეტი მატჩი 28 აპრილს რუსთავში გაიმართება.