მაკაბიმ ვითა დაამარცხა

მაკაბიმ ვითა დაამარცხა

 შედეგები
 გალერეა დღეს თბილისის სპორტის ახალმა სასახლემ 20-წლამდელთა
ჩემპიონატის მე-17 ტურის სამივე მატჩი გაიმართა. 2 შეხვედრაში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა,
რაც იმას ნიშნავს, რომ ცხრილში უფრო დაწინაურებულმა გუნდებმა თავისზე დაბლა მყოფ ოპონენტებს
მოუგეს, ხოლო ერთი შეხვედრა არაპროგროზირებადი გამოდგა: მესამე ადგილზე მყოფი „ვითა“
ბოლოსწინა ადგილოსან „მაკაბის“ შეხვდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

„მაკაბის“ დაუბრუნდა ლუკა ზაქრაძე, რომელმაც 17 ქულით
დიდი დახმარება გაუწია მაკაბელებს. მის დარად 17 ქულა მიითვალა გიგი მელაძემ, ხოლო
საუკეთესო დავით დადუნაშვილი გახდა, რომელმაც 19 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. ამ მოთამაშეების
ძალისხმევით „მაკაბიმ“ საბოლოოდ 77:65 იმარჯვა და პლეი ოფში გასასვლელ ოთხეულში შესასვლელად
სოლიდური ნაბიჯი გადდგა.

დარჩენილ 2 მატჩში ბრძოლა არ შედგა: „სოხუმმა“
76:45 დაამარცხა „რუსთავი“, ხოლო „აკადემიამ“ 112:80 გაანადგურა „ქუთაისი“. მომდევნო
ტურის მატჩები 23 და 25 მარტს გაიმართება.
რუსთავი – სოხუმი  45:76 
 
ვითა – მაკაბი  65:77 

აკადემია – ქუთაისი  112:80