საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც რეკორდულად ბევრი – 10 გუნდი მონაწილეობს. ამ ასაკში ამდენ გუნდს საქართველოს ჩემპიონატში არასდროს უთამაშია. დებულების თანახმად, შექმნილია 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი, რომელშიც გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა.
მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან. ა ჯგუფის პირველადგილოსანი ბ ჯგუფის მეთხეზე გასულს შეხვდება. მეორე – მესამეს და ასე შემდეგ. პლეი ოფის ყველა ეტაპზე – მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. მხოლოდ მესამე ადგილისთვის შერკინება იქნება ერთმატჩიანი.
დღეს, 12 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში ტურნირის 4 შეხვედრა გაიმართა. არც ერთ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. ყველა გამარჯვებულმა მოგება იოლად გაიფორმა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა თსსუ-მ თბილისი ბასკეტს 100:42 სძლია. ოვერტაიმმა სოხუმი 2020-ს 89:57 მოუგო. თსუ-მ 40-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა ბთბ თბილისთან, ხოლო გთუნიმ რუსთავს 94:78 აჯობა.
ყველა შეხვედრის სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვებ-გვერდის 20-წლამდელთა განყოფილებაში, შემდეგ ბმულზე: gbf.ge/league/u20 აქ აღვნიშნავთ დღის ყველაზე გამორჩეული მოთამაშის შესახებ. თსუ-ელმა ლუკა მამლიკიძემ 29 წუთში 30 ქულა, 22 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა კი 43-ს უწია. 14 პასი გაიღო მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჩიღოშვილმა, ლაშა მესხის ანგარიშზე კი 17 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 15 დეკემბერს გაიმართება.