“მართვემ” პლეი ოფი გაინაღდა

“მართვემ” პლეი ოფი გაინაღდა

ქუთაისში ჩატარდა მასპინძელთათვის 2 ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩი. აი, სტუმრებისთვის კი ამ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ.
იმერლებს ყველა მატჩი წაგებული აქვთ და პლეი ოფში გასვლაზე არც ფიქრობენ, ხოლო „მართვე“ და „სამედიცინო“ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და ქუთაისში დაგეგმილი გამარჯვებებიც მოიპოვეს.კახა შენგელიას გუნდმა ქუთაისში მოპოვებული გამარჯვებით ოთხეულში ადგილი გაინაღდა. დარჩენილი ორივე მატჩი რომც წააგონ, მართველები მაინც „სამედიცინოზე“ წინ ამთავრებენ რეგულარულ ჩემპიონატს, რადგან ამ გუნდთან რეგულარულში სამიდან 2 მატჩი აქვთ მოგებული.მაშ ასე, პლეი ოფის ყველა მონაწილე ცნობილია – „რუსთავი“, „აკადემია“, „მაკაბი“ და „მართვე“.