მე-3 წრე ქუთაისის მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

მე-3 წრე ქუთაისის მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

20-წლამდელთა
ჩემპიონატი განახლდა. მე-3 წრის პირველ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა
გუნდმა ,,სოხუმი” მიიღო და 91:73 იმარჯვა.

მხოლოდ
პირველი მეოთხედი აღმოჩნდა დაძაბული, სტუმრებმა საწყისი ათწუთეული 1 ქულის სხვაობით
მოიგეს – 25:24. თუმცა მასნპინძლებმა ტემპს მეორე მეოთხედშივე მოუმატეს და დიდ შესვენებაზე
12-ქულიანი უპირატესობით გასვლაც მოახერხეს – 50:38. მესამე პერიოდი “ქუთათურებმა”
23:18 მოიგეს და მიუხედავად სოხუმელთა დიდი მცდელობისა, უპირატესობა თამაშის ბოლომდე
ხელიდან არ გაუშვიათ.

“იმერლებმა”
გუნდურად ითამაშეს. მათ რიგებში საუკეთესო ლევან გრძელიძე იყო 22 ქულით და 8 პასით,
უჩა გამრეკლიძემ შეხვედრა 16 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა, 15 ქულა დაგროვდა რატი ნუცუბიძის
ანგარიშზე, გიორგი ცირეკიძემ  თავი 13 ქულას
მოუყარა, ხოლო გუჯა ბირკაიამ გუნდს 11 ქულა მოუტანა.

შეხვედრის
ბომბარდირი შოთა გოლეთიანი გახდა, რომელმაც დამარცხებულ ,,სოხუმს” 24 ქულით და 7 პასით
ულიდერა, რატი მარგალიტაძემ 13 ქულა დააგროვა, გურამ კენჭიაშვილმა კი – 11.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

კობა კირთაძე
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):  სოხუმის
გუნდი   სიმაღლით არ გამოირჩევა  თუმცა ამ გუნდმა სერიოზული  წინააღმდეგობა გაგვიწია და პირველ პერიოდში 1 ქულით გვაჯობა კიდეც.  საბედნიეროდ დროულად გამოვასწორეთ ტამაში. მადლობა
ბიჭებს, მათი გარჯით კმაყოფილი ვარ.  წინ
დაძული ჩემპიონატი და უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. სამწუხაროა რომ შეკრება ვერ
გავირეთ და სათანადო პირობებში ვერ მოვემზადეთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთბთ სასურველი
შედეგის მიღწევისთვის.

თემურ კანკია
(სოხუმის მთავარი მწვრთნელი): თავიდან ნორმალურად დავიწყეთ თამაში,
მაგრამ სამწუხაროდ არასათანდო ფიზიკური კონდიციების გამო დავიღალეთ. იმის გამო, რომ
ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს, ჩვენს გუნდს არ ეყო საკმარისი ძალა, მეტოქე წინ გავუშვით
და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. მესამე წრეში გულშემატკივარს აუცილებლად გავახარებთ
გამარჯვებებით.