მგზავრები-არმია ოლიმპს გაუძალიანდა, სოხუმმა რუსთავს ბოლო წამებზე მოუგო

მგზავრები-არმია ოლიმპს გაუძალიანდა, სოხუმმა რუსთავს ბოლო წამებზე მოუგო

სტატისტიკა 
გალერეა 

საკალათბურთო აკადემიაში დღეს ტრადიციულად 2 მატჩი გაიმართა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის ლიდერმა „ოლიმპმა“ „მგზავრები-არმიას“ უმასპინძლა და დაძაბულ
ბრძოლაში – 78:70 დაამარცხა.

ოლიმპელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მარცხი აქვთ
და „მგზავრები-არმიასთანაც“ თავისთავად ფავორიტად ითვლებოდა. დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი
გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებამდე მცირედი დაკლდა.

ოლიმპი – მგზავრები-არმია   78:70

„მგზავრები-არმიამ“ შედეგიანად დაიწყო თამაში და უმეტესწილად
ლიდერობდა. „ოლიმპი“ ცდილობდა, მაგრამ წინ გაჭრას ვერ ახერხებდა. მგზავრები დაცვაში
გონივრულად თამაშობდნენ, თუმცა „ოლიმპის“ მოთამაშეებმა მესამე მეოთხედის მიწურულს მოახერხესსაკუთარი
თამაშის პოვნა და 60:52 დაწინაურდნენ.

თანაბარი თამაშის კვალობაზე 8-ქულიანი უპირატესობა ცოტა
არაა, თუმცა „მგზავრები-არმიამ“ მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება და თამაშის მსვლელობა
თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა: უჩა გამრეკლიძის 3-ქულიანმა
და სოსო გოგნაძის შედეგიანმა გარღვევამ გამარჯვების სასწორი ოლიმპელების მხარეს გადასწონა.

გამარჯვებულებს შორის ყველაზე მეტი – 16 ქულა კახა ტომარაძემ
დააგროვა. 15-15 ქულა მიითვალეს დავით ლომიძემ და უჩა გამრეკლიძემ. ამ უკანასკნელმა
10 მოხსნაც მოაგროვა. ნუგზარ ა
აბულაძემ ოლიმპელებს 13 ქულა, 7მოხსნა და 8 პასი შესძინა. „მგზავრები-არმიაში“
21 ქულით სუკეთესო გახლდათ გიორგი ტურძელაძე, ლუკა ზაქრაძემ კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

სოხუმი – რუსთავი   72:71

მეორე მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და „რუსთავი“ შეხვდნენ.
ეს გუნდები 27 მარტს ერთმანეთს რუსთავში დაუპირისპირდნენ და ის მატჩი სოხუმელებმა მოიგეს.
ქვემოქართლურმა გუნდმა ამჯერად უფრო მეტად იბრძოლა და მატჩი ბოლო წამებზე დათმო.
მესამე მეოთხედის შუაწელში რუსთაველები 15 ქულით –
39:54 აგებდნენ, თუმცა გიორგი დვალის კარგი და შედეგიანი თამაშის წყალობით
ჩაორჩენის შემცირება მოახერხეს და ბოლო პერიოდის მე-4 წითზე დაწინაურდნენ კიდეც –
62:60. ქულა-ქულა თამაში ბოლო წამებამდე გაგრძელდა. საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე
რუსთაველები 71:70 იგებდნენ, როცა ვიტალიცქიფურიშვილმა სწრაფი გარღვევით სოხუმელები
72:71 დააწინაურა.
რუსთაველებს შესატევად მთელი 10 წამი ჰქონდათ, თუმცა
ქვემოქართლელთა მოთამაშე დავით ბარამიძეს დროის ათვლა შეეშალა, ჩათვალა, რომ დრო იწურებოდა
და თითქმის ცენტრიდან სამქულიანი ესროლა. არადა, საფინალო სირენამდე კიდევ 7 წამი იყო.
ბურთი არ ჩავარდა და მას სოხუმელები დაეპატრონნენ., რომლებმაც მიჯრით მე-4 გამარჯვება
იზეიმეს.

გამარჯვებულთაგან 16 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ვიტალი
ცქიფურიშვილის ანგარიშზეა. 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა კოტე ბიწაძემ, ხოლო ლუკა
ბულიავამ და რომა კვერნაძემ 10-10 ქულა და 9-9 მოხსნა მიითვალეს. რუსთაველთაგან საუკეთესო
შედეგი გიორგი დვალმა დააფიქსირა – 25 ქულა. ბარამიძემ თავი ორმაგ დუბლს – 14 ქულასა
და 12 მოხსნას მოუყარა.