მორიგი ტურის შედეგები

მორიგი ტურის შედეგები

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა
20-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრები, სადაც ერთმანეთს სტუ – ,,მაკაბი“,
,,თბილისის კარდინალები“-,,დინამო“ და ,,ოლიმპი“ -შსს დაუპირისპირდნენ. 

,,ტექნიკოსებმა“,,მაკაბი“ 80:71 დაამარცხეს და სატურნირო
ცხრილში 6 მოგებითა და 4 მარცხით მესამე ადგილზე იმყოფებიან. ,,მაკაბის’ გუნდში საუკეთესო
ლევან რევაზაშივილი იყო, რომელიც 45 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა და ორმაგ დუბლამდე
მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. გამარჯვებულ გუნდს კი 30 ქულით, 22 მოხსნითა და 6 შედეგიანი
გადაცემით ზურაბ მაჩალაძემ ულიდერა და  ორმაგი
დუბლი მიითვალა.  იოლი გამარჯვება მოიპოვა
,,დინამომ“, რომელმაც ,,კარდინალი“ 86:59დაამარცხა. ,,დინამოს“ შემადგენლობაში 27
ქულა საუკეთესო დუდა სანაძე გახდა, ორმაგი დუბლი კი ირაკლი ალხანაიძემ შეასრულა, რომლის
ანგარიშზეც 16 ქულა და 13 მოხსნაა.   ,,კარდინალის“ რიგებში 11-11  ქულა არჩილ ფეიქრიშვილიმა და გურამ კენჭიაშვილმა
დააგროვეს.

საინტერესო გამოდგა ,,ოლიმპისა“ და შსს-ს დაპირისპირება,
რომელიც ,,ძალოვანთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 73:64 დასრულდა. თავდაპირველად მატჩი
,,ოლიმპის“ სასარგებლოდ წარიმართა. დებიუტანტებმა მატჩის პირველ ნახევარში სოლიდური
უპირატესობა მოიპოვეს და მეორე მეოთხედის მე-6 წუთზე 30:19 დაწინაურდნენ. დარჩენილ
დროში შსს გააქტიურდა და დიდი შესვენებისთვის სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა -35:40.

მესამე მეოთხედი შსს-მ სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა
და მესამე პერიოდის დასასრულს ოლიმპს 3 ქულით, 51:54 ჩამორჩა. გადამწყვეტი აღმოჩნდა
მატჩის დასკვნითი პერიოდი, რომლის მესამე წუთზე გუნდებს შორის ფრე, 58:58 დაფიქსირდა,
ხოლო მე-4 წუთისთვის მინიმალური უპირატესობით წინ შსს გავიდა – 61:60. ,,ოლიმპმა“ ვერ
შეძლო ძალების მობილიზება, ხოლო,,ძალოვნებმა“ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს და შეხვედრა
მოგებით დაასრულეს. შსს-ს 21 ქულით ლევან ლოლიშვილმა ულიდერა, ხოლო 17 ქულითა და ამდენივე
მოხსნით ორმაგი დუბლი ნოდარ თენიეშვილის ანგარიშზეა. ,,ოლიმპის“ შემადგენლობაში ყველაზე
მეტი, 21 ქულა ლუკა მინაშვილმა დააგროვა, ხოლო ორმაგი დუბლი კახა მუმლაძის ანგარიშზეა
– 16 ქულა და 11 მოხსნა.

20-წლამდელთა მომდევნო ტური 7 თებერვალს შედგება და
მას ტრადიციულად საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმაპინძლებს.

სტუ – მაკაბი

კარდინალი – დინამო

ოლიმპი – შსს