საინტერესოდ ჩაიარა 20-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრებმა.
,,რუსთავმა“ ,,მაკაბს“ უმასპინძლა და მეტოქესთან 77:83 დამარცხდა.
რუსთაველთა რიგებში
19 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე გამოირჩა, ხოლო
მაკაბელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი გიორგი რევაზაშვილმა(41ქ. 14მ) და ირაკლი ბეშქენაძემ(18ქ.13მ)
შეასრულეს. ,,ქუთაისისა“ და თსუ-ს დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით
98:85 დასრულდა. ქუთაისელთაგან საუკეთესო ორმაგი დუბლით, 35 ქულითა და 10 მოხსნით ავთო
ლომინაშვილი გახლდათ, ხოლო თსუ-ს მხრიდან 25 ქულით დავით დეკანოიძე გამოირჩა. საინტერესო
და დაძაბული გამოდგა სტუ-სა და თსუ-ს შეხვედრა. სტუდენტურ დერბიში სტუ-მ 2 ქულის სხვაობით -96:94 იმარჯვა. ,,ტექნიკოსთა“
რიგებში 28-28 ქულა ბექა ჩიკვილაძემ და აკაკი ლომოურმა მიითვალეს, ხოლო თსუ-ს მხრიდან
საუკეთესო ორმაგი დუბლით, 41 ქულითა და 18 მოხსნით ბექა ბექაური იყო. ,,დინამოსა“ და
მაკაბის“ შეხვედრა ,,დინამოს“ გამარჯვებით – 72:62 დასრულდა. დინამოელთაგან 26 ქულით
ბექა ჭიჭვეიშვილი გამოირჩა. ხოლო ორმაგი დუბლი – 10 ქულა და ამდენივე პასი გიორგი ვახანიას
ანგარიშზეა. ,,მაკაბის“ რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა, გიორგი
რევაზაშვილმა(42ქ. 11მ) და ირაკლი ბეშქენაძემ(10ქ.15მ) შეასრულეს. რაც შეეხება ტურის
ბოლო შეხვედრას, ,,ქუთაისმა“ ,,სოხუმს“ უმასპინძლა და მეტოქე 79:60 დაამარცხა. ქუთაისის
რიგებში ორმაგი დუბლი ავთო ლომინაშვილმა(29ქ.18მ) და რომან ტუკვაძემ შეასრულეს(12ქ.12მ),
ხოლო სტუმართაგან 10 ქულით ირაკლი ჩერქეზიშვილი გამოირჩა.