მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამის პირველ ეტაპს ქუთაისმა უმასპინძლა

მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამის პირველ ეტაპს ქუთაისმა უმასპინძლა

 VIDEO

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამამ რეგიონებში გადაინაცვლა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული პროგრამა გასულ ივნისს დაიწყო და თბილისში მისი პირველი ეტაპი ჩატარდა. ახლა კი პირველ ეტაპს დასავლეთ საქართველოს მწვრთნელები გადიან.
 
ქუთაისში 15 ოქტომბერს დაწყებული მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა დღეს დასრულდა. მასში მონაწილეობა დაახლოებით 40-მა მწვრთნელმა მიიღო, რომლებიც იმერეთის მთელს რეგიონს წარმოადგენდნენ. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისში კალათბურთის მწვრთნელები  სენაკიდან, ოზურგეთიდან და ზუგდიდიდან ჩამოვიდნენ.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი გულისხმობს 14-წლამდე კალათბურთში მომუშავე მწვრთნელების პროფესიონალიზმის ამაღლებას და მათი საქმიანობის სრულყოფას. ახლა არა, თუმცა 2 წელიწადში ვისაც აღნიშნულ პროგრამაში არ ექნება მონაწილეობა მიღებული და ტესტირება არ ექნება ჩაბარებული, ბავშვთა კალათბურთში ვერ იმუშავებს.
ქუთაისში გამართული პროგრამის ფარგლებში მწვრთნელებს პრაქტიკულ და თეორიულ სემინარებს უტარებდნენ სხვადასხვა სფეროში – ფიზმომზადებაში, ვარჯიშის მეთოდიკაში, კალათბურთის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტებში. ლექციები წაიკითხეს:
გელა წულაძე – პრაქტიკული ვარჯიშები;
ანტონ კაზანჯიანი – ფიბას-ს მწვრთნელთა სახელმძღვანელოს მიმოხილვა და კურსის შესავალი;
დავით უსტიაშვილი – მწვრთნელობის სტილი და ქცევა, ვარჯიშების დაგეგვმა და ორგანიზება;
ირაკლი შიოშვილი – ფიზიკური მომზადება;
თემურ ხვედელიძე – პირველადი დახმარება, კვება და სითხის ბალანსი ორგანიზმში;
მერაბ რატიშვილი – მსაჯის და მწვრთნელის კომუნიკაცია, სიახლეები კალათბურთის წესებში.
იმ მწვრთნელებმა, რომლებმაც ქუთაისში გამართულ სემინარებს დაესწრნენ, მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები. უახლოეს მომავალში მწვრთნელებს ჩაუტარდებათ ტესტირება და პრაქტიკული გამოცდები.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი 17 და 18 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება.