მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი ბათუმში დასრულდა

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი ბათუმში დასრულდა

 VIDEO

  საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის ხელმძღვანელებმა და წევრებმა ქუთაისიდან ბათუმში გადაინაცვლეს და აჭარელ მწვრთნელებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები ჩაუტარეს.
 
შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში ქართველ მწვრთნელებს შესაბამისი სემინარები უტარდებათ. ჯერჯერობით პროგრამის პირველი ეტაპი ხორციელდება, რომელიც გასულ ივნისში თბილისში დაიწყო და მწვრთნელებს, რომლებმაც სემინარების შემდეგ წარმატებით ჩააბარეს გამოცდებიც, სერთიფიკატები დაურიგდათ.
პროგრამის პირველმა ეტაპმა რეგიონებშიც გადაინაცვლა და 15-16 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარების შემდეგ, 17-18 ოქტომბერს სემინარები ბათუმშიც გაიმართა. აჭარელმა მწვრთნელებმა ანალოგიური სემინარები მოისმინეს, რაც ქუთაისელებმა. მწვრთნელებს ჯერ თეორიული მეცადინეობები ჩაუტარდათ, შემდეგ კი პრაქტიკული. 
გელა წულაძე – პრაქტიკული ვარჯიშები;
ანტონ კაზანჯიანი – ფიბას-ს მწვრთნელთა სახელმძღვანელოს მიმოხილვა და კურსის შესავალი;
დავით უსტიაშვილი – მწვრთნელობის სტილი და ქცევა, ვარჯიშების დაგეგმვა და ორგანიზება;
ირაკლი შიოშვილი – ფიზიკური მომზადება;
თემურ ხვედელიძე – პირველადი დახმარება, კვება და სითხის ბალანსი ორგანიზმში;
მერაბ რატიშვილი – მსაჯის და მწვრთნელის კომუნიკაცია, სიახლეები კალათბურთის წესებში.
სემინარების დასრულების შემდეგ მწვრთნელებს მათი გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო ორიოდ კვირაში ქუთაისის მსგავსად, ბათუმშიც ჩავა საგამოცდო კომისია, რომელიც მწვრთნელებს ტესტირებას და პრაქტიკულ გამოცდებს ჩაუტარებს.