ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

 შედეგები

ერთი მატჩიც და 20-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულრაული
ჩემპიონატი დასრულდება. ბოლო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ქუთაისი“ და „სოხუმი“ ხვდებიან“,
სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოა. ორივე გუნდი პლეი ოფს მიღმა არიან დარჩენილნი  და ისიც ცნობილია, რომ „ქუთაისი“ მე-5 ადგილს დაიკავებს,
„სოხუმი“ კი -მეექვსეს.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართულ 2 მატჩს მხოლოდ პრინციპული
მნიშვნელობა ჰქონდა. ლიდერმა „ჰიუნდაიმ“ „სოხუმს“ იოლად მოუგო, ხოლო „რუსთვმა“ „არმიას“
ბოლომდე ებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მანძილზე 15-17 ქულით ჩმორჩებოდა,
საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია – 65:63.

რუსთაველებს 24 ქულითა და 11 მოხსნით გუგა პატაშურმა
ულიდერა. გიორგი ჩიხრაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „არმიაში“, რომელიც ამ მატჩის
შედეგის მიუხედავად რეგულარულ ჩემპიონატს მეორე ადგილზე ასრულდებდა, 14-14 ქულით ნიკა
ყირიმელმა და ილია ცინცაძემ ულიდერეს. რაც შეეხება „ჰიუნდაი“ – „სოხუმის“ მატჩს, შეხვედრა
ჰიუნდაელებმა 109:54 მოიგეს.

გამარჯვებულთაგან 23 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო
იყო ლუკა გიორგაძე. 22 ქულით დაასრულა შეხვედრა დავით აფხაზავამ. „სოხუმში“ 17 ქულით
საუკეთესო იყო რევაზ ჩიქოვანი. 13 ქულა გიორგი კუჭავას ანგარიშზეა.

პლეი ოფში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ – „რუსთავი“ და „არმია“
– „ზაზა“ შეხვდებიან. ნახევარფინალურ წყვილებში, ისევე როგორც ფინალში, სერია 2 მოგებამდე
გაგრძელდება.  
არმია – რუსთავი  63:65
სოხუმი – ჰიუნდაი  54:109