“ნიკემ” “დინამოს” პლეი ოფის რეპეტიცია მოუგო

“ნიკემ” “დინამოს” პლეი ოფის რეპეტიცია მოუგო

გასულ ტურში საინტერესო გამოდგა „დინამოსა“ და „ნიკეს“ მატჩი. ეს
გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან და თითქმის გადაწყვეტილია, რომ პლეი ოფშიც ერთმანეთს
შეხვდებიან.  

 

თავიდან რომ დაწინაურდა, „ნიკე“ მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა.
ხან მცირედით, ხანაც ლიდერობა ათქულიან ზღვარს სცდებოდა. თუმცა ბოლო წუთებზე
დინამოელებმა ზედ ბოლო წუთზე მოახერხეს გათანაბრება (71:71). თუმცა ბოლო წამები
ნიკელებმა უკეთ ჩაატარეს, დინამოელმა ირაკლი ალხანაიძემ კი საფინალო სირენამდე
ხუთიოდ წამით ადრე 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ანგარიშის გათანაბრება ვერ
მოახერხა. მანამდე კი გიორგი ძიძიშვილმა და გიორგი ტეტელაშვილმა მიითვალეს
დამაწინაურებელი ქულები, რითაც „ნიკემ“ მისთვის პრინციპული მატჩი მოიგო.

შთამბეჟდავი დუბლი გაიფორმა მაკაბელმა გიორგი რევაზაშვილმა (30 ქულა,
22 მოხსნა), თუმცა ეს მის გუნდს არ ეყო და ლიდერ „სამედიცინოსთან“ 54:88
დამარცხდა. ლიდერ მერაბ ბოქოლიშვილის არყოფნაში კი „სამედიცინოში“ ნოდარ
თენიეშვილმა იყოჩაღა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.

მესამე მატჩში ქუთაისელებმა ბოლო მეთხედში გატეხეს სტუ–ს
წინააღმდეგობა და 76:69 გაიმარჯვეს.