ოლიმპისა და შსს აკადემიას გამარჯვებები

ოლიმპისა და შსს აკადემიას გამარჯვებები

20-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დღეს საკალათბურთო აკადემიაში
დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

პირველი თამაში ,,სოხუმსა” და შსს აკადემიას შორის გაიმართა.
 ,, ძალოვნების“ უპირატესობა თამაშის დასაწყისშივე
შეინიშნებოდა, სოხუმელების მონდომების მიუხედავად შსს-მ ოთხივე მეოთხედი მოიგო და საბოლოო
გამარჯვებაც იზეიმა 47:77. შსს-აკადემიამ პირველი ტაიმი 15 ქულით იმარჯვა, მეორე ნახევარიც
იგივე ჰანდიკაპით დაასრულა და აღნიშნული 30-ქულიანი  სხვაობაც მოიპოვა.

    შედეგიანი
კალათბურთელები ორივე გუნდში გამოირჩნენ.  მოგებულთა
რიგებში 15 ქულით, 14 მოხსნითა და 11 პასით სამმაგი  დუბლი გაიფორმა რევაზ როგავამ,  მერაბ მირზიაშვილის ანგარიშზე კი  15 ქულაა. ,,სოხუმის” რიგებში კი აღსანიშნავია ლერი კვანტალიანი, რომელმაც 23 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.

      დღის მეორე
მატჩი ,,ოლიმპსა” და ,,დინამოს” შორის შედგა. ,,ოლიმპმა“ 11 ქულა პირველივე მეოთხედში დაიბევა,
დანარჩენი პერიოდები კი მინიმალური სხვაობით მოიგეს, რამაც საბოლოო ჯამში მოგება მოუტანა
ოლიმპის დუბლშემადგენლობას. მიუხედავად ,,ოლიმპის”  დომინირებისა მატჩს ინტერესი ბოლომდე
გაყვა, საბოლოო ანგარიში კი ტაბლოზე 79:59 დაფიქსირდა დიმიტრი ჟაკობოვის გუნდის სასარგებლოდ.

 ქულათა მონაგარი
მოგებული გუნდიდან საუკეთესო ნოდარ გოგოძეს ჰქონდა-27, 15 ქულით კი ნუგზარ აბულაძე გამოირჩა.
,,დინამოს“ რიგებში 13 ქულა ზეზვა ლილუაშვილმა მოაგროვა, შოთა გელაზონიამ კი ორამგი
დუბლი შეასრულა-10 ქულა, 10 მოხსნა.

     20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი 9 ნოემბერს
გაიმართება. რუსთავში ,,რუსთავი“  და ,,ჰიუნდაი“
დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.