ოლიმპმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

 
დღეს
საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა მე-3 ადგილისთვის,
 სადაც  ერთმანეთს „ჰიუნდაისა“ და „ოლიმპის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდა, სადაც გამარჯვება „ოლიმპმა“ მოახერხა და ვერცხლის
მედლები მოიპოვა – 68:67.

„ოლიმპი“
თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მცირე უპირატესობას ფლობდა, თუმცა დასკვნითი მეოთხედის
გადამწყვეტ წუთებში ჰიუნდაის გუნდმა ზედიზედ ორი 3-ქულიანი ჩააგდო. 13 წამით ადრე  კახა გიორგაძემ სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა
(64:65),  ხოლო 0,02 წამით ადრე ლუკა ზაქრაძის
 შორეული ტყორცნით ანგარიში გათანაბრდა –
67:67.

დარჩენილ
დროში ჰიუნდაის მოთამაშე ლუკა ბულიავა  ირაკლი
მიქელაძეზე დაჯარიმდა,  რომელმაც 1 საჯარიმო
ზუსტად გამოიყენა, მეორე ააცილა და საფინალო სირენაც გაისმა – 68:67. 
 „ჰიუნდაის“  23 ქულით ალექსანდრე ბოლქვაძემ ულიდერა,  „ოლიმპის“ რიგებში 17 ქულით და 9 მოხსნით ბექა ნადირაძე
გამოირჩა, ორმაგი დუბლი კი გეგი ბაქრაძემ მიითვალა – 10 ქულა, 12 მოხსნა.

ზაზა
ცაგარეიშვილის გუნდი ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვა.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ზაზა ცაგარეიშვილი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი):  დრამატული თამაში იყო. “ჰიუნდაი“ ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი
გუნდია, რაც თამაშის ბოლოს დამტკიცდა კიდეც. 
პერსპექტიული  ბიჭები არიან და მიხარია, რომ ასეთ მატჩში ჩემმა გუნდმა შეძლო ღირსეული გამარჯვება. თამაშის ხარისხიც  კარგი იყო და 
იყო და შესაბამისად, მატჩიც სანახაობრივი გამოვიდა.

გეგი ბაქრაძე (ოლიმპი): ჩემთვის, როგორც
მოთამაშისთვის, ნამდვილად ნაყოფიერი და წარმატებული სეზონი იყო. შედეგით უკმაყოფილო
არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ მეტიც შეგვეძლო. რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა
დავუშვით და მოხარული ვარ, რომ ბოლოს ჩვენ გავიმართლა.