ოლიმპმა და სტუ-მ 5-6 ადგილები გაინაწილეს

ოლიმპმა და სტუ-მ 5-6 ადგილები გაინაწილეს

ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზში 20-წლამდელთა
პლეიაუტის ერთი მატჩი გაიმართა, სადაც 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს სტუ-სა და ოლიმპის
გუნდები დაუპირისპირდნენ.

 შეხვედრა ოლიმპელთა
გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს დიდი სხვაობით, 81:66 სძლია და მე-5ადგილი
დაიკავა.    

შეხვედრის საწყის ათწუთეულში გუნდებმა თანაბარი თამაში
აჩვენეს (18:18),  თუმცა მეორე მეოთხედში
,,ტექნიკოსები“ გააქტიურდნენ და 4 ქულით გავიდნენ წინ – 39:35. მესამე პერიოდი კი ოლიპელთა
 სრული უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის ამ
მონაკვეთში  ,,ოლიმპმა“ ჩინებულად იასპარეზა
დაცვაში და 57:48 დაწინაურდა. დასკვნით მეოთხედში ოლიმპელებმა პოზიციები იდევ უფრო
გაიმყარეს და მატჩის დასრულებამდე 4:13  წუთით
ადრე თავიაანთ სასარგებლოდ 70:58 დააფიქსირეს. დარჩენილ დროში ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდმა მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყო და მე-6 ადგილს დასჯერდა.  

,,ოლიმპის“ სემადგენლობაში ორმაგი დუბლით 21 ქულითა
და 10 მოხსნით საუკეთესო კახა მუმლაძე გამოირჩა, ხოლო მის თანაგუნდელებს ბექა ნადირაძესა
(12ქ. 9მ.) და გიორგი ვახანიას(11ქ.9მ) ორმაგ დუბლამდე თითო-თითო მოხსნა დაკლდათ. სტუ-ს
მხრიდან საუკეთესო იყო გიორგი ტეტელაშვილი, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა.