ოლიმპმა რუსთავში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპმა რუსთავში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა
 გალერეა დღეს ერთ შეხვედრას უმასპინძლა რუსთავმა, სადაც ადგილობრივ
გუნდსა და “ოლიმპს” შორის საკმაოდ დაძაბული მატჩი გაიმართა. თბილისურმა გუნდმა
საბოლოოდ 13 ქულით იმარჯვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა
მიმდინარეობდა.
მასპინძლებმა საწყისი პერიოდი მინიმალური სხვაობით
– 14:13 მოიგეს. ერთქულიანი სხვაობა დაფიქსირდა დიდ შესვენებაზეც, თუმცა სტუმართა სასარგებლოდ
– 27:28. მესამე პერიოდშიც ვერ გამოიკვეთა ლიდერი და ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო პერიოდში
გაირკვეოდა. კვანძი საბოლოოდ გაიხსნა, როცა “ოლიმპმა” გაქცევა მოაწყო და
მისმა უპირატესობამ 10 ქულას გადააბიჯა.

საბოლოოდ “ოლიმპმა” საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა
– 65:52. თბილისელთაგან 17-17 ქულით ბექა ნადირაძე და ნოდარ გოგოძე გამოირჩნენ. ამ
უკანასკნელმა 9 ჩაჭრაც მიითვალა, რაც ნებისმიერი კალათბურთელისთვის გამორჩეული შედეგია.
რუსთაველთა შორის
10-ქულიანი ზღვარი გიორგი ტურძელაძემ დაძლია, რომელსაც ორმაგ დუბლამდე
1 მოხსნა დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა.
მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ჯაფარიძე(,,რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):
სამი პერიოდი გავუძელით მეტოქეს, თუმცა ბოლო მეოთხედში ძალა აღარ გვეყო, მეოთხე პერიოდი
მთლიანად ჩავაგდეთ. რაც შეეხება ჩემპიონატს, კარგია, რომ ოთხ წრედ ტარდება და ახალგაზრდებს
მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ. ჩვენი მიზანი წლევანდელ სეზონში ახალგაზრდა კალათბურთელების
გაზრდაა.

ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):
მძიმე თამაში იყო, მთელი სამი პერიოდი ქულა ქულაში მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტ მეოთხედში
მცირე უპირატესობა მოვიპოვეთ და გავიმარჯვეთ. თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ
შედეგი მაინც მახარებს, რადგან ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. მომდევნო შეხვედრა
,,ჰიუნდაისთან” გველის და არც ეს მატჩი იქნება იოლი. ვემზადებით მათთან გამარჯვებისთვის.