20-წლამდელთა ჩემპიონატის დღის პირველი თამაში შსს აკადემიასა და ოლიმპს შორის გაიმართა. შეხვედრაში
ლიდერი გუნდი თავიდანვე გამოიკვეთა. პირველი მეოთხედი 22:17 მოიგო ოლიმპმა, დიდ შესვენებაზე
კი სულაც 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მატჩის მეორე ნახევაში სცენარი არ შეცვლილა
და საბოლოოდ შსს აკადემია 46:68 დამარცხდა.
რაც შეეხება კალათბურთელების მონაგარს: მოგებულთაგან
13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გიორგი ცირეკიძე გახდა, 14 ქულა კი ბექა
ნადირაძის ანგარიშზეა. შსს აკადემიას კი 17 ქულით ლევან ლოლიშვილი დაეხმარა.
,,ჰიუნდაი” – ,,სოხუმის” დაპირისპირებაში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 89:74 სოხუმმა იმარჯვა.
სოხუმელთა რიგებში ერთბაშად ორმა კალათბურთელმა შეასრულა ორმაგი დუბლი, დავით გაფრინდაშვილმა-12 ქულა და 11 მოხსნა და ლერი კვანტალიანმა- 13 ქულა, 14 მოხსნა. ქულათა მონაგარი კი ყველაზე მეტი, 23, სანდრო მეგენეიშვილის ანგარიშზეა.
შსს აკადემიის რიგებში ლუკა ზაქრაძემ 21 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.