26 ივლისს ბათუმი 3X3-ზე კალათბურთში საერთაშორისო ტურნირს
– Euro Basketball Batumi 2013-ს უმასპინძლებს.
6-7 ივლისს თბილისის
სპორტის სასახლესთან ჩატარებული Tbilisi Open 2013-ის მსგავსად, ბათუმის ტურნირიც
ფიბა-ს ეგიდით ტარდება და მისი ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის
ფედერაცია და სპორტის სამინისტრო არიან. Euro Basketball Batumi 2013-ის ორგანიზებაში ჩართულია აჭარის
კალათბურთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი კახა შენგელია.
ბათუმის ტურნირი აზარტული
თამაშების კომპანია ”ევროპა-ბეთის” ფესტივალის ფარგლებში ტარდება.კალათბურთთან
ერთად აჭარის დედაქალაქი ნარდისა და პოკერის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
პირველად საქართველოში ჩატარებული ქუჩის საკალათბურთო ტურნირების ისტორიაში Euro Basketball
Batumi 2013 სპეციალურ საფარზე გაიმართება, რომელსაც ბათუმის ბულვარში საგანგებოდ
დააგებენ.
ტურნირში დარეგისტრირება უკვე
მიმდინარეობს და ეს პროცესი 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 11 აგვისტოს გასამართ ფიბა-ს ევროტურის ლიცენზირებულ
ტურნირის საგზურებს მიიღებს.