სტატისტიკა
გალერეა ფინალური წყვილი შეიკრა. 20-წლამდელთა ჩემპიონობისთვის
ერთმანეთს „აკადემია“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდებიან. თემურ კანკიასა და ლიკა ქაჯაიას
გაწვრთნილმა სოხუმელებმა დღეს სერიის მეორე მატჩიც მოუგეს „მაკაბის“ და ფინალში „აკადემიას“
შეუწყვილდნენ.
მაკაბელებმა გუშინ სერიის მატჩი უიმედოდ წააგეს, დღეს
კი გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ბოლო პერიოდის დაწყებამდე ლაშა
ელბაქიძის გაწვრთნილი „მაკაბი“ 55:50 უგებდა „სოხუმს“, რაც ლუკა ზაქრაძის შედეგიანი
თამაშის დამსახურება გახლდათ. ბოლო პერიოდში სოხუმელებმა მოახერხეს თამაშში გარდატეხის
შეტანა და პერიოდის 19:7 მოგებით შეხვედრა სათავისო შედეგით – 69:62 დაასრულეს.
გამარჯვებულთაგან 18 ქულით თორნიკე გაგუა გამოირჩა.
15-15 ქულა მოაგროვეს ლუკა ბულიავამ და დავით ლომიძემ. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც
მიითვალა, რითაც სოხუმელთაგან ერთადერთი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ორმაგი დუბლით დაასრულა
შეხვედრა და სეზონი მაკაბელთა ლიდერმა ლუკა ზაქრაძემ – 38 ქულა, 10 მოხსნა.
ფინალურის სერიის პირველი მატჩი, რომელშიც „სოხუმი“
და „აკადემია“ დაუპირისპირდებიან, 25 მაისს 19:45 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა
26 მაისს, იგივე დროს ჩატარდება.