სტატისტიკა
გალერეა 20-წლამდელთა ჩმპიონატის ფინალური სერია გაიხსნა. 2
მოგებამდე მიმდინარე საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი სოხუმელებმა მოიგეს. თემურ
კანკიასა და ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილმა გუნდმა „აკადემია“ მესამე პერიოდში გატეხა, მანამდე
კი აკადემიელები ლიდერობდნენ.
გელა წულაძისა და ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა
პირველი პერიოდი 15:9 მოიგეს, დიდ შესვენებამდე კი „სოხუმმა“ დეფიციტი 4 ქულამდე შეამცირა.
გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც სოხუმელებმა 15 ქულით – 29:14 მოიგეს.
სოხუმელთა ძირითადი უპირატესობა სამწამიანი ზონა იყო,
რაც არა იმდენად მოხსნებში, არამედ ფარქვეშიდან მოპოვებულ ქულებში გამოიხატა. საჯარიმო
სროლების თანაფარდობაც იმაზე მიუთითებდა, რომ კანკიას გუნდს სამწამიან ზონაში უპირატესობა
ჰქონდა. „აკადემიას“ წევრებმა მთლიანობაში 6 საჯარიმო ესროლეს, როცა სოხუმელები საჯარიმოს
ხაზზე 25-ჯერ დადგნენ. რაც შეეხება ორქულიანებს, გამარჯვებულებმა საბოლოოდ მეტოქეზე
7-ით მეტი ორქულიანი ჩააგდეს.
ბოლო პერიოდში სოხუმელებმა კიდევ უფრო გაზარდეს ლიდეროვა
და საბოლოოდ 80:64 გაიმარჯვეს. „სოხუმში“ შთამბეჭდავი ორმაგი დუბლით ლუკა ბულიავა გამოირჩა,
რომელმაც 16 ქუა და 19 მოხსნა მიითვალა, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 17 ქულა და
10 მოხსნა დაგროვდა. „აკადემიაში: 23 ქულით საუკეთესო იყო გიორგი გვიანიძე.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 26 მაისს, თბილისის
ახალ სპორტის სასახლეში, 19:45 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში სოხუმელები
ჩემპიონები გახდებიან.