შედეგები დღეს საკალათბურთო
აკადემიაში 2 მატჩი გაიმართა, რომლის შედეგად საბოლოოდ გაირკვა, რომ „მგზავრები-არმია“
პლეი ოფში ვერ გავიდა. გადამწყვეტი გამოდგა ,,რუსთავისა’’ და ,,მაკაბის’’ მატჩი, რომელიც
ქვემოქართლელებმა მოიგეს და ,,მგზავრები-არმიისთვის’’ ცხრილში მიუწვდომლები გახდნენ.
როგორც ყოველთვის,
,,მაკაბიმ’’ შეხვედრა შემართებით დაიწყო და პირველი მეოთხედი 12 ქულის სხვაობით –
30:18 მოიგო. მეორე პერიოდიდან რუსთაველებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს და დარჩენილი
სამივე ათწუთეული დამაჯერებელი სვაობით მოიგეს. საბოლოოდ, რუსთაველებმა 103:87 იმარჯვეს
და პლეი ოფში გამსვლელი მეოთხე ადგილი გაინაღდეს.
ქვემოქართლელებს
33 ქულითა და 12 პასით თორნიკე ქიტოშვილმა ულიდერა, 29 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა
დავით ბარამიძემ, ხოლო ერეკლე ლორთქიფანიძემ შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. ,,მაკაბიში’’ 37 ქულით საუკეთესო მაიზერ რევაზაშვილი
იყო, ხოლო თორნიკე გოგელაშვილმა 22 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.
მეორე შეხვედრაში
აკადემიამ ოლიმპს 55:46 სძლია და მეორე ადგილი გაინაღდა. ოლიმპელებს კი პირველობა კარგა
ხანია, განაღდებული ჰქონდათ. აკადემიელებს 18 ქულით ნიკა ამირხანაშვილმა ულიდერა, ოლიმპში
კი მხოლოდ დავით ლომიძე აცდა 10-ქულიან ზღვარს, მან 13 ქულა მოიპოვა.
რეგულარული ჩემპიონატის
დასრულებას 2 მატჩი აკლია. 29 აპრილს საკალათბურთო აკადემიაში ,,სოხუმი’’ ,,ოლიმპს’’
შეხვდება, ,,აკადემია’’ კი ,,მგზავრებს’’ უმასპინძლებს.
მაკაბი – რუსთავი 87:103
ოლიმპი – აკადემია 46:55