პლეიოფის პირველი მატჩი: რუსთავი საკუთარ მოედანზე ჰიუნდაისთან დამარცხდა

პლეიოფის პირველი მატჩი: რუსთავი საკუთარ მოედანზე ჰიუნდაისთან დამარცხდა

 სტატისტიკარეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 20-წლამდელთა
პირველობაზე პლეიოფის მატჩები დაიწყო. პირველი ნახევარფინალური სერიის საწყისი შეხვედრა
რუსთავში გაიმართა სადაც ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და ჰიუნდაი დაუპირისპირდნენ.
რეგულარულ ჩემპიონატში ერთადერთი წაგების მქონე ჰიუნდაელებმა დამსახურებული გამარჯვება
იზეიმეს – 78:69.

ჰიუნდაელებმა შეხვედრის პირველი ორი მეოთხედი სოლიდურად
მოიგეს 17:24 და 16:21, შესაბამისად დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მათ ეს ტემპი მეორე ტაიმის დაწყებიდანვე შეინარჩუნეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. გამარჯვებულებს
22 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერამ 16 ქულა მოაგროვა ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო გიორგი
კორსანტიამ 15 ქულასა და 14 მოხსნას მოუყარა თავი. რუსთავის რიგებიდან საუკეთესონი
იყვნენ ნიკა აბაიშვილი 20 ქულით, ირაკლი წიქარიშვილს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა
– ის 19 ქულა და 9 მოხსნით შეეშველა თავის გუნდს, რომელსაც 6 შედეგიანი გადაცემაც დაურთო
საბა პაპუაშვილმა კი 10 ქულა დააგროვა.