ქუთაისელთა იოლი გამარჯვება რუსთავში

ქუთაისელთა იოლი გამარჯვება რუსთავში

დღეს რუსთავში 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი მატჩი
გაიმართა. ,,რუსთავმა” ,,ქუთაისს” უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და
ანგარიშით 51:81 დამარცხდა.

,,რუსთავის” რიგებში საუკეთესო 20 ქულით გაგა არაბული გახლდათ,
ხოლო ქუთაისელთა შემადგენლობაში 16 ქულით დავით ბერძენაძე გამოირჩა. ორმაგი დუბლი შეასრულა
რომან ტუკვაძემ, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და 11 მოხსნაა.