გალერეა
რეგულარული ჩემპიონატი
დასასრულს უახლოვდება და მით უფრო მძაფრდება ბრძოლა პლეი ოფში გასვლისთვის. კონკრეტულად
კი, გასარკვევი მხოლოდ 1 საგზურის მფლობელია, რადგან „შსს-აკადემიამ“,
„ჰიუნდაიმ“ და „ქუთაისმა“ უკვე გაინაღდეს პლეი ოფში თამაში.
ნახევარფინალის
ბოლო საგზურისთვის 3 გუნდი იბრძვის, რომელთაგან ერთ-ერთმa, „ოლიმპმა“ დღეს
საკალათბურთო აკადემიაში ითამაშა. ზაზა ცაგარეიშვილის გუნდის მეტოქე მეორეადგილოსანი
„ჰიუნდაი“ იყო. ოლიმპელებს ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება, მაგრამ შედარებით ძლიერ
მეტოქესთნ ვერაფერი გააწყვეს.
მატჩი 7-ქულიანი
სხვაობით დასრულდა, თუმცა დაძაბული არ ყოფილა. „ჰიუნდაი“ მესამე მეოთხედამდე სოლიდურ
უპირატესობას ფლობდა, რაც 23-ქულიანი ლიდერობით გამოხატა და ბოლო პერიოდს აზრი დაუკარგა.
დასკვნითი ათწუთეული ოლიმპელებმა 27:11 მოიგეს და თავიანთ წაგებას ღირსეული იერი მისცეს.
გამარჯვებულთაგან
22 ქულა დააგროვა სანდრო ბოლქვაძემ, 21 – კახა გიორგაძემ, ლუკა ბულიავას ანგარიშზე
კი 18 ქულა დაგროვდა. „ოლიმპში“ ბომბარდირი 25 ქულის მომგროვებელი გიორგი იაკობიძე
გახდა, თემურ ფხაკაძემ კი ორმაგი დუბლი – 18 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (,,ჰიუნდაის’’ მთავარი მწვრთნელი):
თავიდან ძალიან კარგად დავიწყეთ. ყველაფერი ნორმალურად მიდიდოდა და თითქმის ყველა მოთამაშით
კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ შემდეგ სიტუაცია
შეიცვალა, არადა 24 ქულას ვიგებდით. გამძლეობაზე სერიოზულად გავქვს სამუშაო. ვფიქრობ,
ეს ან დაღლის ბრალი იყო, ან ზედმეტი თავდაჯერებულობის.
ზაზა ცაგარეიშვილი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ „ჰიუნდაის“ ამ გამარჯვებას, მართლაც საინტერესო თამაში გამოვიდა.
თავიდან მართალია ბევრი ხარვეზი გვქონდა შეტევაში, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება და ცოტა დაგვაკლდა სენსაციამდე. ამ შეხვედრაზე ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებდით და რამოდენიმე
მოთამაშეც კი დავასვენეთ, მარამ შემდგომ მატჩებზე, სადაც პლეი ოფისთვის მოგვიწევს ბრძოლა,
ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მიღწევისთვის.
ჰიუნდაი – ოლიმპი 84:77
დღეს გამართულ
მეორე მატჩში ერთმანეთს ბოლო ადგილზე მყოფი „სოხუმი“ და პლეი ოფში მესამე გუნდად გასული
„ქუთაისი“ შეხვდნენ. 9:29 წაგების შემდეგ სოხუმელებმა ძლიერად ჩაატარეს პერიოდი და
სოლიდური ჩამორჩენა ჯერ გააბათილეს და შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც – 48:46.
მოპოვებული ლიდერობის
შენარჩუნება „სოხუმმა“ ვერ შეძლო და ბოლო პერიოდის ჩაგდების შემდეგ 19 ქულით –
61:80 დამარცხდა. ქუთაისელებს 29 ქულით და 21 მოხსნით უჩა გამრეკლიძემ ულიდერა, ლევან
გრძელიძემ 20 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა, რატი ნუცუბიძის ანგარიშზე 12 ქულა
დაგროვდა. სოხუმელთაგან 16 ქულით საუკეთესო შედეგი გურამ კენჭიაშვილს ჰქონდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ მეტოქეს მოგებას, ,,ქუთაისი’’ ჩვენზე ძლიერი გუნდია და ლოგიკური გამარჯვება
მოიპოვეს.
შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,სოხუმი’’ ახალგაზრდა და მზარდი გუნდია, კლასით და გამოცდილებით ჩამოგვივარდებიან,
ამიტომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება არ გაგვჭირვებია. თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა ნაადრევად
ირწმუნეს მოგების და მოეშვნენ, ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ.
სოხუმი – ქუთაისი 61:80