ქუთაისმა ჰიუნდაისაც მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ქუთაისმა ჰიუნდაისაც მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა 
ქუთაისში დასრულდა 20-წლამდელთა 1-ელი წრის ბოლო შეხვედრა, სადაც მასპინძლებმა ,,ჰიუნდაი” 83:72 დაამარცხეს. ქუთაისელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს  და მორიგი გამარჯვება მიითვალეს. რაც შეეხება ჰიუნდაის გუნდს, რომელიც ისედაც დასუსტებული შემადგენლობით თამაშობდა,  ტრავმის გამო  2 მოთამაშე გამოაკლდა –  სანდრო სანაძე და ლუკა ბულიავა.  
 გამარჯვებულებს 33 ქულით ულიდერა ლევან გრძელიძემ, ხოლო ორმაგი დუბლით (16 ქულა, 20  მოხსნა) თავი უჩა გამრეკლიძემ გამოიჩინა.  სტუმართა რიგებში 17 ქულა სანდრო ბოლქვაძემ დააგროვა, 15-15 ქულა კი გიგი ძიძიგურმა და კახა გიორგაძემ მიითვალს. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც  დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

კობა კირთაძე (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): გუშინდელი
თამაშის შემდეგ ბიჭები გადაღლილები იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა მათ თავი არ დაზოგეს და მითითებული დავალებები ზუსტად შეასრულეს. მთლიანობაში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით
და პრობლემა არ შეგვქმნია.  მეტოქეს ძირითადად
მაღალი მოთამაშეების ხარჯზე ვაჯობეთ. მოწინააღმდეგე გუნდი სიმაღლეში აშკარად დავჯაბნეთ
და ჩვენი გამარჯვებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ჰიუნდაის მთავარი მწვრთნელი):
ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა გუნდში,  გუნდში ისედაც ორი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა ტრავმის
გამო  და კიდევ 2 გამოგვაკლდა, რადგან  სანაძეს და ბულიავას ფეხი გადაუბრუნდათ.
ჯერჯერობით არვიცით როდის დაგვიბრუნდებიან ისინი. რაც შეეხება მეტოქეს, მივულოცავ  დღევანდელ გამარჯვებას. ,,ქუთაისი” ძალიან ძლიერი,
საჩემპიონო გუნდია და ალბათ ფინალს ამ გუნდთან ვითამაშებ.