სტატისტიკა
გრძელდება
20-წლამდელთა ჩემპიონატი. მორიგი მატჩი დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა
გუნდმა ,,ოლიმპს” უმასპინძლა და დიდი სხვაობით
დაამარცხა სტუმრები.
თამაშის
პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარი და საინტერესო იყო – 21:20. მეორე ათწუთეულში მცირე
უპირატესობას მასპინძლები დაეპატრონენ და პირველი ნახევარი 7 ქულის სხვაობით –
40:33 მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ ქუთაისმა ლიდერობა გაიმყარა და მესამე პერიოდის
26:14 მოგების შემდეგ მატჩის ბედიც გადაწყვიტა. სტუმრებმა ,,ქუთაისის” წინააღმდეგ
ვერაფერი გააწყვეს, ბოლო პერიოდში ქუთაისელთა
უპირატესობამ 25 ქულას გადააჭარბა და საბოლოოდ ,,ოლიმპი” 89:60 დამარცხდა.
გამარჯვებულებს
24 ქულით და 19 მოხსნით უჩა გამრეკლიძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი ჰქონდა გიორგი ცირეკიძესაც
– 16 ქულა, 10 მოხსნა. ლევან გრძელიძის ანგარიშზე 21ქულა დაგროვდა, ირაკლი მაცაბერიძემ
15 ქულა მოაგროვა, ხოლო გუჯა ბირკაიამ შეხვედრა 9 ქულით და 19 მოხსნით დაასრულა.
,,ოლიმპელთა”
რიგებში საუკეთესო ნოდარ გოგოძე იყო 24 ქულით, ბექა ნადირაძეს 12 ქულა ჰქონდა, თემურ
ფხაკაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9ქულა, 11 მოხსნა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ზაზა ცაგარეიშვილი(,,ოლიმპის” მთავარი
მწვრთნელი): ვიცოდით,
რომ რთული თამაში იქნებოდა, თუმცა ამ შედეგს არ ველოდით. ქუთაისში ქუთაისელი მსაჯების
დანიშვნა ყოვლად გაუმართლებლად და არასერიოზულად მიმაჩნია. მართალია, დიდი ანგარიშით
წავაგეთ, მაგრამ ისინი ისეთ დროს უსტვენდნენ, როცა თამაშის ბედი წყდებოდა და ,,ქუთაისის”
სასარგებლოდ ატრიალებდნენ თამაშს.
შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის” მწვრთნელი):
ბიჭებმა ჩინებულად ითამაშეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
თამაშმა კარგად ჩაიარა და მსაჯობაც მაღალი დონის იყო. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენმა
16-წლამდელებმაც გამარჯვება მოიპოვეს.