სტატისტიკა ქუთაისში 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთათვის რეგულარულ ჩემპიონატში უკანასკნელი იყო. მედეა მხეიძისა და შოთა ჯავახიშვილის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა „მგზავრები-არმიას“ უმასპინძლეს და 72:80 დამარცხდნენ.
შედეგად, „ქუთაისმა“ რეგულარული ჩემპიონატი 4 მოგებითა და 20 მარცხით დაასრულა. თუკი თბილისის „მაკაბი“ დარჩენილ 1 მატჩს მოიგებს, ქუთაისელები რეგულარულ ჩემპიონატს ბოლო ადგილზე დაასრულებენ.
რაც შეეხება „მგზავრები-არმიას“ დიმიტრი ჟაკობოვისა და ბუბა ბერიშვილი გაწვრთნილი გუნდი პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში შესასვლელად იბრძვის. ეს ამოცანა ძნელი შესასრულებელი იქნება არმიელებისთვის, რადგან ამჟამად მე-4 ადგილზე მყოფ „რუსთავს“ ბოლო ტურში აუტსაიდერი „მაკაბის“ ძლევა ჰყოფნის, არმიელებს რომ აჯობოს.
საბოლოოდ ყველაფერი 29 აპრილს გაირკვევა, როცა რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება და გუნდები პლეი ოფში დაწყვილდებიან.