ქუთაისმა რუსთავს სძლია

ქუთაისმა რუსთავს სძლია

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურისდასკვნითი შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა'” ,,რუსთავს” უმასპინძლა და მეტოქე 79:64 დაამარცხა.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა, რომელთაც მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს და სოლიდური მოგება გაიფორმეს. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ავთანდილ ლომინაშვილმა 31 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი ცირეკიძის ანგარიშზე 10 ქულა და 14 მოხსნაა.,,რუსთავის” რიგებში კი საუკეთესო ერეკლე ლორთქიფანიძე იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის უახლოესი მატჩები 28 თებერვალს ტრადიციულად ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. ერთმანეთს ,,მაკაბი” – შსს აკადემია, ,,სოხუმი” – ,,თბილისის  კარდინალები” და სტუ – ,,ქუთაისი” დაუპირიპირდებიან. მატჩები 10:00. 12:00 და 14:00 საათზე შედგება.