ქუთაისმა სეზონი მოგებით გახსნა

ქუთაისმა სეზონი მოგებით გახსნა

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს ქუთაისში დაიწყო,
სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა” ,,მაკაბის” უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ – 101:74
დაამარცხა.

ქუთაისელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, რაც შეხვედრის
ბოლომდე შეინარჩუნეს.

,,ქუთაისის” შემადგენლობაში საუკეთესო იყო ავთანდილ
ლომინაშვილი, რომელმაც 28 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო მაკაბელთა
რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა: ლევან რევაზაშვილის ანგარიშზე
35 ქულა და 13 მოხსნაა, ხოლო მაიზერ რევაზაშვილმა 12 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.